Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ – რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს

მარშალ პრესი 18/09/2023
ხუნდაძეე

“შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიაციასთან დაკავშირებით.
ხუნდაძის თქმით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას.

,,საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციისა, რასაც ძალადაკარგული ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აკეთებს. ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ – რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის პოლიტიკაში მიგრირებულ, საქართველოდან გაძევებულ პოლიტიკოსებზე, მათ მტრულ ზრახვებზე და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ქვეყანაში. სწორედ ისინი ლობირებენ მათ, რომელიც არც უკრაინის და მითუმეტეს, არც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში.
შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!” – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
Next: დავით ქართველიშვილი: ტერორისტების მიერ საზარბაზნე ხორცად მომზადებულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვურჩევ – გონს მოეგეთ! მერე გვიანი იქნება. არც ერთ თქვენს დაგეგმილ განზრახვას წარმატება არ უწერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.