Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება

მარშალ პრესი 16/09/2023
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განმარტა, რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმა. ანრი ოხანაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა არის კომპლექსური, მოიცავს სხვადასხვა სფეროს და გათვალისწინებულია შემდგომი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები გრძელვადიანად დარეგულირდეს.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სასპეკულაციო სივრცე არ დარჩენილიყო, ამიტომ მივყევით იმ გზას, რომელიც თავის დროზე უკრაინამ აირჩია და ევროპული სტრუქტურების მხრიდან დადებითად შეფასდა. შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ევროპელ პარტნიორებთან და გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით. ამიტომ, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საკითხი, რომელსაც ვამუშავებთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და საბოლოოდ, რომელი გზით იქნება უფრო მიზანშეწონილი ამ საკითხის დარეგულირება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Continue Reading

Previous: ასეა თუ ისე, თოფურიძე თავისიანებში FSB-ეშნიკების მხილებას სულ ახლო მომავალში გვპირდება
Next: ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნიდან და გარედან, პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირი ზეწოლა შეწყალების გამოყენებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025