Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით

მარშალ პრესი 15/09/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თვის ბოლომდე ყველაფერი იქნება გაკეთებული და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ.

„გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება.

მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ.

კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, შედარებით, უკრაინა, მოლდოვა.

კარგად ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ დსა პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სტუდენტებს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება
Next: მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.