Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ამერიკის საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას

მარშალ პრესი 14/09/2023
ირაკლი კობახიძე

“პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ამერიკის საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას.”– განაცხადა”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, როდესაც გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს განცხადებას, სადაც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკას საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსება სურდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა.

„მე, კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის. პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას და მან გააკეთა ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისათვის საელჩოს დიდი მადლობა.

როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებ, თან – ასეთ სენსიტიურ თემაზე და მერე ამერიკის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამის უარყოფა, ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: უსაფრთხოებას ვხედავთ NATO-ში გაწევრიანებაში და არა იმაში, რომ სადღაც ამერიკული შეიარაღების წერტილები გავაჩინოთ და მერე დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს
Next: ლევან ხაბეიშვილმა ბოტები ჩაიცვა და ღელეზე გადავიდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.