Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი დღეს სოფელ ზემო მაჩხაანს ეწვია

მარშალ პრესი 13/09/2023
376618044_3412815325602456_1964880501743738198_n

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ერთი დღე სოფელში“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეს სოფელ ზემო მაჩხაანს ეწვია.

მუნიციპალიტეტის მერი ზემო მაჩხაანში მერის წარმომადგენელთან , გიორგი იაკობიშვილთან ერთად საჯარო სკოლას და საბავშვო ბაგა -ბაღს ესტუმრა, პედაგოგებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის მიმდინარე სამზადისს ადგილზე გაეცნო .

ნიკოლოზ ჯანიაშვილმა რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღო, აღინიშნა, რომ პროცესი ორგანიზებულად და ვადების დაცვით ხორციელდება.

მერმა მიგრიაულების ოჯახი მოინახულა. ძლიერმა ქარმა მათ სახლს სახურავი გადახადა. სტიქიით შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში მათ მერია ეხმარება და სახლს გადაუხურავს.
მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა, რომელიც მოსახლეობამ სოფლის კრებაზე პრიორიტეტად დაასახელა.
,,ერთი დღე სოფელში“ მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ნიკოლოზ ჯანიაშვილი ყველა სოფელს ეტაპობრივად ეწვევა.

Post navigation

Previous: ბატონი ბორელი საქართველოდან, როგორც ღირსების მოყვარე სახელმწიფოდან, ისე წავიდა
Next: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს სააკაშვილს, მაშინ ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ერთის მხრივ არღვევს კონსტიტუციას, მეორე მხრივ, ექვემდებარება შანტაჟს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.