Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

მარშალ პრესი 12/09/2023
371977728_145361868641929_2915669787592976299_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად სოფელ მერიაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს და მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

დღეის მონაცემებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 600 ოჯახს გაეწია დახმარება. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათის და წიაღობნის 40 ოჯახს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 731 აბონენტს. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ და ,,სოკარ გაზ“-ის ჯგუფები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ლანჩხუთის და ოზურგეთის სოფლებში იქ, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მუშაობს მძიმე ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად. ბოლო მონაცემებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.

Post navigation

Previous: გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები მოინახულეს
Next: როცა კენჭს იყრიდა ქალბატონი სალომე, მაშინ უნდა ჩაეხედა საქართველოს კონსტიტუციაში, შეესწავლა თავისი მოვალეობები და ან კი ეთქვა, ან არა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.