Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება და მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით

მარშალ პრესი 12/09/2023
ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება და მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია.

„სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით – ეს ერთი და მეორე, კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ინტერესებშია პოლარიზაცია. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თქვენ იცით, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის ჩადენას, ანუ იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს, არალეგიტიმურ ვიზიტს და შესაბამისად, თავად გასწია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში. ეს ნიშნავს რას, რომ დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ, ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, რადგან სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ისინი მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა – ირაკლი კობახიძე
Next: ჩვენ რა პირით და ნამუსით გვიწუნებთ ან სასამართლო სისტემას, ან ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორ გვესაუბრებით ან საარჩევნო სისტემაზე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.