Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდა კერძო პირის მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი – ანზორ ჩუბინიძე

მარშალ პრესი 12/09/2023
ანზორ ჩუბინიძე

თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისში პრემიერ-მინისტრის მამის ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გადახდილია 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში – განმარტებას ანზორ ჩუბინიძე აკეთებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ტარიელ ღარიბაშვილის მხრიდან თანხა წინასწარ არის შეტანილი და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

“საზოგადოებას მინდა დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს შესაბამისი ლარის კურსით. თანხა არის წინსწრებით გადახდილი და შესაბამისად, არის სავარაუდო. იგი, შესაძლებელია, მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ამის შემდეგ, წარმოდგენისთვის მას სჭირდება ხოლმე შესრულებიდან დაახლოებით, თვე – თვენახევარი და წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას.

ვფიქრობ, რომ გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარუიშსწორება მოხდებოდა არა საბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარისშორება მოხდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი,” – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

Post navigation

Previous: აშშ-ში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტებია გამოვლენილი- გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნას აშშ ნაწილობრივ ეთანხმება და ბრალდებებს აღიარებს
Next: ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები აშშ-შია გამოვლენილი – თუ დაინტერესდებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, მოგვმართონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.