Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის რეაქციული ძალები როგორც კი შეამჩნევენ, რომ ხელსუფლების ჩამოშლის გზით საქართველოს „ომის პარტია“ ეპატრონება, მიზეზის შექმნა არ გაუჭირდებათ და ტანკებს თბილისში შემოიყვანენ

მარშალ პრესი 11/09/2023
ლევან მამალაძე

“მალე დავინახავთ, მეხუთე კოლონის აქციები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების დაბრალებისთვის გაიმართება, თუ რევოლუციის მოსაწყობად?!”- წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე, რომელიც ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტს საქართველოში და ჩვენი ქვეყნის გეეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას.

«თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს!» ჯოზეფ ბორელის ეს ფრაზა, რომელიც საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას წარმოთქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მისი ვიზიტისას. ეს მინიშნებს იმას, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ რეალურად პარტნიორული ურთიერობები უნდა ჩამოაყალიბოს.

ოქტომბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა რეალური გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი „კავკასიის და შუა დერეფნის გასაღების„ დაკარგვის წინაშე დადგება!

ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ შემოთავაზებები ბევრია. ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა მოგვანიჭა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უფრო გააქტიურდნენ, საუდები ინვესტიციას ზრდიან, თურქები კარგ მეზობლობას ავითარებენ, ინდოეთი ჩვენ სატრანზიტო დერეფანს ემატება, რუსეთი კი ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაზე იწყებს საუბარს. ჩვენი ქვეყანა გლობალური პროექტების მონაწილე ხდება! ეს მდგომარეობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების შექმნისთვის, ეკონომიკის გაზრდისთვის და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის უნდა გამოვიყენოთ!

მუხედავად ამისა „ რევოლუციური“ სცენარი მოქმედებაშია. მალე გამოჩნდება მეხუთე კოლონა აქციებს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება დაიბრალოს, თუ გამოსვლებს საქართველოში რევოლუციური გადატრიალებისკენ მიმართავს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედი „უკრაინული ცენტრი“ არეულობის მოწყობას შეეცდება, რისთვისაც მეხუთე კოლონას დასავლეთიდან დაფინანსება მიღებული აქვს!

აღსანიშნავია, რომ რევოლუციური სცენარი, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს შეიცავს! რუსეთის რეაქციული ძალები როგორც კი შეამჩნევენ, რომ ხელსუფლების ჩამოშლის გზით საქართველოს „ომის პარტია“ ეპატრონება, მიზეზის შექმნა არ გაუჭირდებათ და ტანკებს თბილისში შემოიყვანენ. რუსულს აგრესიას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, დახმარებითაც არავინ დაგვეხმარება და სანქციების მუქარასაც არ შეუშინდებიან რუსები! აშშ-ში და ევროპაში , ბევრია ვისაც „თვითნება“ საქართველოს დასჯა სურს, მაგრამ არიან ლიდერები რომლებიც ხვდებიან, რომ გადატრიალების მოწყობით საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის საშიშროებ ექმნება, რუსეთი გაძლიერდება და დასავლეთი კი კავკასიაზე გავლენას დაკარგავს!”– წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა დადებითი პროცესია – ირაკლი კობახიძე
Next: “კავკასიის დივა” ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის სწავლის ფინანსებით დაინტერესდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.