მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი „მოიპარა და თავის პარტიას დაარქვა“

350
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი „მოიპარა და თავის პარტიას დაარქვა“.

„გიორგი გახარიასთვის მინდოდა სამი კითხვის დასმა – რატომ მოიპარა ჩვენი ორგანიზაციის სახელი, კითხვის დასმა მინდოდა ია კერზაიას საქმეზე და 20 ივნისის საქმეზე“, – აცხადებს მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე.

ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. პარალელურად კი, აქციას მართავს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა, მათ შორის არის „საქართველოსთვის“ და „შეცვალე“.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება