Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი იპოვნეს

მარშალ პრესი 10/09/2023
650

მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ნაპოვნია 32 ცხედარი და მიმდინარეობს ერთი გარდაცვლილის სამძებო სამუშაოები.

 

Post navigation

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა
Next: მთავრობის სტრატკომი ნოდარ მელაძის გადაცემაში, ირაკლი ღარიბაშვილზე გასულ რეპორტაჟზე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.