Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა

მარშალ პრესი 09/09/2023
ანზორ ჩუბინიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ. ამის არ შესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს. მთავრობის სპეციალური დადგენილებით არის განსაზღვრული დაცვის მინიმალური სტანდარტები. ზუსტად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვახორციელებთ ყოველთვის ყველა დასაცავი პირის დაცვით უზრუნველყოფას“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

Post navigation

Previous: გაინტერესებთ, მხოლოდ ვოიაჟებში, საჩუქრებსა და ველოსიპედით სეირნობაში, რამდენი დახარჯა სააკაშვილმა?
Next: ბორელმა დაინახა ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.