Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები! არ იდგა ცალ ფეხზე, არამედ იყო თავაწეული, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს სიმართლე

მარშალ პრესი 08/09/2023
ვატო შაქარიშვილი

სანამ პოლიტიკურად შევაფასებდეთ პრემიერ ღარიბაშვილის და ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, იქამდე ემოციური ნაწილი მინდა გაგიზიაროთ. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პირდაპირ ეთერში ნახა ყველამ, როგორ ითხოვს პრემიერი საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, თუ მართლაც დამსახურებაზეა დაფუძნებული ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველო გასულ წელსაც და ახლაც იმსახურებს დადებით პასუხს.

„სანამ პოლიტიკურად შევაფასებდეთ პრემიერ ღარიბაშვილის და ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, იქამდე ემოციური ნაწილი მინდა გაგიზიაროთ. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები! არ იდგა ცალ ფეხზე, არამედ იყო თავაწეული, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს სიმართლე! უდიდესი ისტორიის ქვეყანა(და არა ჯუნგლები, როგორც ეს მავანს მიაჩნია) და ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხი!
პოლიტიკურ ასპექტს რაც შეეხება, პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა მსოფლიომ თუ ვინ მუშაობს იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი(ცალკე საკითხია რის მომცემია და რა ფასი აქვს ამ სტატუსს). პირდაპირ ეთერში ნახა ყველამ, როგორ ითხოვს პრემიერი საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას.
ღარიბაშვილი იყო საქმიანი, კონკრეტული და მას ჰქონდა ფართო აზროვნებისა და ხედვის გზავნილები გლობალურ პოლიტიკაზე. ბორელი კი აგრძელებდა საკუთარ ნარატივს აყვავებული ბაღისა და ჯუნგლების შესახებ. მან კიდევ ერთი აბსოლუტურად არაადეკვატური მაგალითი მოიყვანა, როდესაც ჩვენ – მოსწავლე ბავშვს, ხოლო ევროკავშირი – პედაგოგს შეადარა. ბორელი დაჟინებით ცდილობდა, რომ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილება, საქართველოზე გადაებრალებინა თითქოს ჩვენ არ ვიმსახურებდით შარშან და ახლაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ სტატუსი მივიღოთ! მაშინ, როდესაც თუ მართლაც დამსახურებაზეა დაფუძნებული ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველო გასულ წელსაც და ახლაც იმსახურებს დადებით პასუხს.
ერთი მარტივი კითხვაა – თუ დამსახურებაზეა, მაშინ დსთ-ს წევრ მოლდოვას და ომში მყოფ უკრაინას რატომ მიენიჭა და ყველა კრიტერიუმით უფრო დაწინაურებულ საქართველოს კი, არა?! ე.ი. სხვა მიზეზია და ვიცით რაც… ყველას კარგად გვესმის და პრემიერმაც პირდაპირ უთხრა ბორელს, რომ არაფერ შუაშია არც 12 პუნქტი და არც სხვა გარემოებები, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და მეორე ფრონტის გახსნაზე მიღებულ მტკიცე უარს უკავშირდება.

ამიტომ, ფარისევლობას და თვალში ნაცრის შეყრას თავი დაანებონ! აღარაფერი გვაქვს სამტკიცებელი! ყველაფერი ხელის გულზეა და ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. მსოფლიო წესრიგი იცვლება, ახლის კონტურები უკვე იკვეთება, დაინახავს და გაითვალისწინებს თუ არა ამ ყველაფერს ევროკავშირი ეს მათი გადასაწყვეტია!“ – წერს შაქარიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
Next: მამუკა მდინარაძე: როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ რაოდენობის ნალექი მათ არ ახსოვთ. მთელი ღამის განმავლობაში იყო კოკისპირული წვიმა, რამაც, როგორც ჩანს, გაააქტიურა მეწყრული ზონები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.