Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს

მარშალ პრესი 28/04/2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს. ჩემპიონატი, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული უმცროს ჭაბუკთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. სპორტული შეჯიბრის დაწყებამდე, საქართველოს დროშა წარმატებულმა ოზურგეთელმა სპორტსმენებმა – იური ლომაძემ და ლუკა ჯავახაძემ, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს, ხოლო, საზეიმო ღონისძიება ადგილობრივმა ანსამბლებმა, „ვახტანგურმა“ და „მეგობრობამ“ გააფორმეს. ჩემპიონატს, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – გურიის ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი მერაბ ჭანუყვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
Next: შალვა მხატრიშვილი – ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025