Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა

მარშალ პრესი 08/09/2023
შალვა პაპუაშვილი

არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა.

„როდესაც პრეზიდენტი, რომლის ფიცის იწყება სწორედ იმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, ასე აშკარად და ასე უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცდილება გვქონდა. მათ შორის, დღეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, იმიტომ რომ მან სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა, მაგრამ მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა. კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა. ამიტომ ქართველი ხალხის ასეთი აშკარა უპატივცემულობა და იმის თქმა, რომ არაფრად არ მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს, თუ რა წესი დაადგინა ქართველმა ხალხმა, ის მოქმედებს საკუთარი წესებით, ეს არის არაევროპული ამ ყველაფერში. თუკი რამე არის შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი, რასაც ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტისგან ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობაზე: სტრასბურგს იქეთ მიმართავდნენ, „საკუთარი უფლებების დაცვის“ მაძიებლობის კუთხით, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ეს არაერთი მცდელობა სრული კრახით დასრულდა
Next: შალვა პაპუაშვილი: კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა და მისი მიღება უახლოეს მომავალში მოხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.