IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი რურუა თანამოაზრეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს რურუა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება