Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გახარია გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა, შემდგომ კი ვნახეთ, როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან

მარშალ პრესი 08/09/2023
შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარიას პარტიის წევრები ცდილობენ, რომ გახარიას გამართლება მოუძებნონ. ისინიც იქ იყვნენ უმრავლესობის სხდომაზე, იქ ვიყავით ყველა, სადაც გიორგი გახარია გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამბობდა, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედათ და შემდგომ ვნახეთ, როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან. პარლამენტმა რომ შეუწყვიტა მანდატი, თავად თქვა უარი კანონის აღსრულებაზე. გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მაშინდელი უარი კანონის აღსრულებაზე იყო ჩარევა მართლმსაჯულებაში, ვინაიდან კანონიერ დაპატიმრებაზე სურდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ ჩარეულიყო პოლიციის ქმედებებში და არ მიეცა საშუალება, რომ აღსრულებულიყო კანონი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა – ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული
Next: შალვა პაპუაშვილი: ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ პოლარიზაცია, გარკვეულწილად, პოლიტიკური კონკურენციის ფორმაა და მთავარია ის ცივილიზებულ ჩარჩოებში იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.