Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სოფელ სუფსაში მდინარეები გადმოსულია კალაპოტიდან, დატბორილია ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები

მარშალ პრესი 08/09/2023
გურია

გურიაში, სხვადასხვა სოფელში 3 ადამიანს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ. სტიქიის შედეგად გურიაში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარესამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სოფელ სუფსაში მდინარეები გადმოსულია კალაპოტიდან, დატბორილია ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გარდა ამისა, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, შესაბამისად, მოსავალი სრულად არის განადგურებული.

განვითარებული მეწყრული პროცესების გამო რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა მიწა, სოფელ ჯიხანჯირში მიწის მასაში მოყოლილია 10 წლამდე ბავშვი და მას ამ დრომდე ვერ პოულობენ.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველოსთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.