Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

მარშალ პრესი 08/09/2023
ილია დარჩიაშვილი

ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაიწყო ჟოზეფ ბორელის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი.

„პირველი შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ, საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული, ისე დროის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, რათა შესრულდეს 12 რეკომენდაცია და იმისთვის, რომ მთავარი მიზანი ასრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაცია არის ქვეყნის რეფორმების ნაწილი.

„ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად იმყოფება ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: ავთანდილ თალაკვაძე: ამ წუთებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად
Next: რომელ ევროპელობაში ჯდება, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, რომ ამბობდა, ალბათ ამას გულისხმობდა – ნიკოლოზ სამხარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.