Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს

მარშალ პრესი 08/09/2023
მამუკა მდინარაძე

ვერ დარწმუნდნენ, ვერ დაიჯერეს, ვერ გაითავისეს, რომ კაცმა 2012 წელს საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, სასწორზე დადო საკუთარი სიცოცხლე და ახლა ამ ადამიანს აშინებენ რაღაც სანქციებით, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ივანიშვილი შანტაჟს არ ექვემდებარება.

„ხან 2 მილიარდით აშინებენ, რომლისთვისაც ჩამოშალეს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ბანკი, ხან რაღაც სისულელეებით აშინებენ. არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე, ბოლო-ბოლო, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს. არც მისი დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები ექვემდებარებიან შანტაჟს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ასე დაიწყო და ჩვენც ასე ვაგრძელებთ დღეს მის გარეშე. პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ებრძვიან ახლა, თითქოს პოლიტიკაში იყოს ისევ. ჩვენც იმ გზას მივყვებით, რაც იმ კაცმა დაიწყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ვიღაცებმა ვერ აიტანეს ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, რომელიც ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს კი ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს
Next: კახა კალაძე: თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.