Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი

მარშალ პრესი 28/04/2022
თაკო ჩარკვიანი

მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი, ნიკანორ მელიამ დააძინა პროცესი – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიას მანიპულირებას ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი გიგა ბოკერია.

„20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, როცა ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა, მართლა მთელი ქალაქი გამოსული იყო და ეს არ იყო ერთი პარტიის გამოყვანილი, თქვენ გახსოვთ როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როდესაც ვიკითხე, რომ ამ ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია ჩერგოლეიშვილის – „ევროპული საქართველოს“ ხელში. როდესაც ყველაზე მსხვილი „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც გაანგრია შუაზე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“.

ახლა მე გეკითხებით,„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი და მე კიდევ კითხვას ვსვამ ღია ეთერში, გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული ევროპული საქართველოსთვის. ეს არის ჩემი გაანალიზებული მაშინდელი აქციის და ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს ბატონებო და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი. მე არ მინდა, სხვაგვარად დავდო ბრალი, მაგრამ ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Continue Reading

Previous: დიდი შეღავათია მოქალაქეებისთვის 60-70-80%-ით იაფი მედიკამენტები. თან ხარისხიანი, ეს შეძლო დღევანდელმა პრემიერმა და მისმა გუნდმა
Next: სოროსის ფონდის დირექტორი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას რეაგირება არ ექნა, მაშინ აღიქვამენ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025