Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: სტრასბურგის სასამართლო ერთგვარად „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებების სასაფლაოდ გადაიქცა – დარწმუნებული ვარ, თუ ისევ გაიწევენ სტრასბურგისკენ, ისევ სამართლებრივ ალიყურს მიიღებენ

მარშალ პრესი 08/09/2023
გიორგი ცაგარეიშვილი

სტრასბურგის სასამართლო ერთგვარად „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებების სასაფლაოდ გადაიქცა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერაც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, იმდენჯერ მწარედ დამარცხდნენ.

„ამ სასამართლოს მისამართით გაკეთებული ნებისმიერი მიმართვა, იქ ჩატანილი საქმე სრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ სრული ფიასკოთი და მარცხით. ეს ხომ არ არის პირველი მარცხი, სათვალავიც ამერია. დაწყებული სააკაშვილის ორჯერადად წაგებული პროცესით, ახალაიას, უგულავას, სხვების და სხვების და ეს ყველაფერი სრულდება დღეს მელიას მარცხით. რამდენჯერაც გადაწყვიტეს, რომ იქ გაერკვიათ თავისი ბედი, ყოველთვის მწარედ დამარცხდნენ. დარწმუნებული ვარ, თუ მომავალშიც არ დაეზარებათ და ისევ გაიწევენ სტრასბურგისკენ, ისევ სამართლებრივ ალიყურს მიიღებენ. ეს ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ იმ ავბედით წუთებში, დღეებში თუ საათებში საქართველოს ხელისუფლების ქცევა სრულად იყო მოქცეული კანონის ჩარჩოებში, არ გასცდენია კანონს და საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოავლინეს უმაღლესი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, თავისი ნაბიჯები დაუქვემდებარეს კანონს და სამართალს. ამ გადაწყვეტილებამ ესეც ცხადყო. ამიტომ აქ ორმაგი შეფასებაა, ერთია ამ ავაზაკის მარცხი, მელიას ვგულისხმობ და მეორეა, წარმატება ჩვენი სტრუქტურებისა, მათ შორის იმ რთულ წუთებში. იცით, როგორი პროვოკაცია დადგეს ამ ადამიანებმა და რას ცდილობდნენ, როგორ გამომწვევად იქცეოდნენ. არავინ დაზიანებულა ამ საპოლიციო ოპერაციის დროს. ეს ყველაფერი დღეს დასრულდა და წერტილი დაესვა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: პრემიერი გახარია, ფაქტობრივად, გადადგა იმის გამო, რომ არ აღესრულებინა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება
Next: გია ცაგარეიშვილი: როცა პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.