Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანა ლაფში იყოს ჩაფლული, სადისტური რეჟიმით მართული, შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს

მარშალ პრესი 07/09/2023
ვოლსკი

ქვეყანა იყოს ჩაფლული ლაფში, მთლიანად სადისტური რეჟიმით მართული იყოს და შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული. მაშინ რომ თქვენ ეს შეკითხვები დაგესვათ, დღეს ამ შეკითხვის დასმის მორალური უფლება გექნებოდათ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ტვ „ფორმულას“ კითხვას პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ხარჯების შესახებ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს, არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც გარკვეული მანიპულაციებისთვის ჩადის ყოფილი პრეზიდენტივით.

„დეკლარაციაში აისახება ყველაფერი, მაგრამ უნდა დავაფასოთ გარკვეული გამჭვირვალობაც და ის, რომ ბიუჯეტიდან არც ბოტოქსს იკეთებს, არც სამედიცინო დახმარებას იღებს და არც რაღაც გარკვეული მანიპულაციებისთვის ჩადის თქვენი ყოფილი პრეზიდენტივით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მილიონებს არ ხარჯავს. სამაგიეროდ, ჩვენი პრემიერის მმართველობის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა პანდემიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, 90 მილიარდს მიაღწევს და საშუალო ევროპულ სტანდარტს. ამასთანავე, არის კიდევ გარკვეული მონაცემები, თუნდაც სიღარიბის შემცირება, ეკონომიკის განვითარება, ეს მისი დამსახურებაა. ქვეყანა იყოს ჩაფლული ლაფში, იყოს მთლიანად სადისტური რეჟიმით მართული და შენ ამ დროს ბოდრუმში დადიოდე და ბოტოქსს იკეთებდე სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის დანაშაული. მაშინ რომ თქვენ ეს შეკითხვები დაგესვათ, დღეს ამ შეკითხვის დასმის მორალური უფლება გექნებოდათ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
Next: 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას 271 ჯერ აქვს გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები – გიორგი გამსახურდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.