Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივში ორ ლოკაციაზე ძაღლების გასასეირნებელი სივრცე ეწყობა

მარშალ პრესი 07/09/2023
356188377_668031965366266_2556925351010824663_n

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ორ ლოკაციაზე ძაღლების გასასეირნებელ სივრცეს აწყობს. ბელიაშვილის ქუჩის N1-სა და დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეებში მოეწყობა სპეციალური ბარიერები ძაღლების ფიზიკური დატვირთვისთვის, ბილიკები და განთავსდება საპარკო სკამები და ურნები. გასასეირნებელი ტერიტორიები იქნება იზოლირებული და შემოისაზღვრება.

ამავე სივრცეში ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბმელის გარეშე იქნება დასაშვები. ძაღლების მეპატრონეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შინაური ცხოველი გაასეირნონ და მათთან ერთად დაისვენონ. აღნიშნული სივრცეების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 127 190 ლარით ფინანსდება. პროექტის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 19 ამორტიზებული ლიფტის აღდგენა/შეცვლის სამუშაოები განახორციელა
Next: მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.