ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ პირებსა და საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც ისაუბრეს მიმდინარე და განსახორციელებელი საკითხების შესახებ.
მერმა, საბავშვო ბაღებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია, პირადად ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ – ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღებში დაინერგება სიახლეები სააღმზრდელო – საგანმანათლებლო პროცესის ერთიანი მიდგომების უკეთესად განხორციელებისათვის.
