Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ და ვერც შეაშინებენ

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

ყველა ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს შვეიცარიის ბანკში ამხელა თანხა, თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზისა და განმარტების გარეშე უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ და ვერც შეაშინებენ.

„ჩვენ მოვისმინეთ სენატის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით, კრის სოჩა სენატორ რიშის თანამშრომელია, რომელსაც მთელი ოპოზიცია ერთად ეახლა და მან დაიწყო ლაპარაკი სანქციებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მათ შორის, მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ხედავს, რომ ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში, თავხედურად ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, დღესაც გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს. როდესაც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია, ხომ? თუ სანქცირდება ხელისუფლების წარმომადგენელი, რა ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი. ისინი აბსოლუტურად ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ყოველგვარი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და რა თქმა უნდა საზოგადოება ამაზე თავის დასკვნებს გამოიტანს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვუხდი აშშ-ს მადლობას, რომ იქ მოქმედებს „რუსული კანონი“, სწორედ ეს კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პერიოდულად მივიღოთ ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მავნებლური ქმედებების თაობაზე
Next: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.