Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია. ამას აკეთებდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ამ თვისებით გამოირჩევიან

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კონსტიტუციაზე მოძალადე პარტია. ამას აკეთებდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ამ თვისებით გამოირჩევიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შარშან კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით და დღესაც არ ვიმსახურებთ.

„ჩვენთვის შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ კონსტიტუციის ფორმალურ დარღვევაზე, ანუ უხეშ, მაგრამ ფორმალურ დარღვევაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება საკუთარი საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს. არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შეხედულებებს შორის, რაც მათ შორის ევროინტეგრაციის თემას უკავშირდება. მაგალითად, ის აცხადებს, რომ შარშან კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით და დღესაც არ ვიმსახურებთ. როდესაც ასეთი განწყობითა და დამოკიდებულებით ჩადიხარ ევროპაში, რა თქმა უნდა, შენი ვიზიტი იქნება კონტრპროდუქტიული კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური, წმინდა სამართლებრივი საკითხი, შინაარსობრივადაც საქართველოს მთავრობას ექმნება დაბრკოლება იმ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, რომელსაც მას ანიჭებს კონსტიტუცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე – ირაკლი კობახიძე
Next: ირაკლი კობახიძე: ვის შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ამას ვერც მალავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.