Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევს

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ რისკზე არ წავიდოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

„მიზანი არის მარტივი – ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ. როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია არის სწორედ ეს, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: დაივიწყეთ ძველი ნიკა გვარამია, ის სუს-თან შეთანხმებით გამოვიდა ციხიდან – სააკაშვილის მხარდამჭერის განცხადება
Next: სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.