IMG.GE IMG.GE

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას კვლავ დაუპირისპირდა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს, დავით ბაქრაძემ დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა.

„ერთი კვირა მეხვეწებოდა დათო ბაქრაძე შევხვდეთო. გიგა ბოკერიას რომ მოეწერა, არც შევხვდებოდი. ერთი კვირა ვითრევდი ფეხს და შევხვდი, ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ კიდე მომწერა ბაქრაძემ, რომ იქნებ კიდევ შევხვდეთო – მე ვუთხარი არაფერი სალაპარაკო არ მაქვს მეთქი.

ამის მერე დგანან და ასეთ შეხვედრაზე, რომელზეც მეხვეწები, მთხოვ, რომ შევხვდეთ, მერე გამოდიხარ და ორღობის დედაკაცივით ჭორაობ. ეს სად ისწავლეს. ეს როგორ უნდა იკადრო.

გიგა ბოკერია სტამბოლის ბაზრის დირექტორია, მაჟორიტარების პრეზიდენტია, ქურდია და ის ანაწილებს მაჟორიტარებს. ცხვირს ნუ მიზომავენ და სამგლე გოჭებივით ნუ არიან ატეხილები ბოკერია და მისი რაზმი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება