Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი თავის საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს

მარშალ პრესი 06/09/2023
თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი თავის საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს.

მისივე თქმით, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება.

„როდესაც სახეზეა კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო აქტივობების შეთანხმებას, რაც ამ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან არ ყოფილა მიცემული, ბუნებრივია ამას სჭირდება სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. ჩვენ ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება და იმპიჩმენტის ინიცირებას ჩვენი ყველა თანაგუნდელის ხელმოწერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები, საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, რის შემდეგაც, ის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.

სასამართლომ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

Post navigation

Previous: პაატა მანჯგალაძე: პრეზიდენტს ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო ვსჯით
Next: არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტი თავის საგარეო აქტივობებს კონსტიტუციის დაცვით ახორციელებდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.