IMG.GE IMG.GE

“მებრძოლი გოგოა, წესიერი გოგოა და ხალხი მაგას არ უწამებია”, – ალეკო ელისაშვილი “ღამის კურიერში აცხადებს, რომ მის ახალ პარტია “მოქალაქეებში” “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას ყოფნას ისურვებდა.

“მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მწამს. ძალიან გული მწყდება რომ ელენე ხოშტარია იმ პარტიაშია. პერსონალურად, ადამიანურად, ინდივიდუალურად ვადასტურებ მისდამი სიმპათიას. ძალიან გული მწყდება, რომ ჩემთვის მიუღებელ და ცუდ პარტიაში არის და ცუდ წრეშია. ვისურვებდი “მოქალაქეებში” მის ყოფნას, ძალიან მებრძოლი გოგოა, წესიერი გოგოა და ხალხი მაგას არ უწამებია, ფული არ მოუპარავს. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE