ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს – ამირან გამყრელიძე

349
წაკითხვა/ნახვა
mpn

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ქვეყანა უკვე დატოვა სამმა პირმა, რომელთაც ინდური შტამი აღმოაჩნდათ.

„ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები
mpn
მოწონება