Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას

მარშალ პრესი 05/09/2023
მამუკა მდინარაძე

როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

„შარშან საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნდა და მან ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სწორად არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი. ეს მისი სიტყვებია. რომ ეს იყო გაფრთხილება ევროპის მხრიდან. ესეც მისი სიტყვებია. ანუ, საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს მისი აზრია, ამ სიტყვებიდან გამომდინარე. წელს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვინაიდან, მისი თქმით, ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. იმ რეკომენდაციებზეა საუბარი, ზოგიერთ ოპოზიციონერ პარლამენტარს ღირებულებები რომ ჰგონია. როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ გზავნილის გამხმოვანებელი პრეზიდენტი რატომ არ გაუშვა საქართველოს მთავრობამ, ან რატომ არ მიანიჭა თავისი უფლებამოსილება?! მგონია, რომ კითხვები არ არსებობს. როდესაც ჟურნალისტები, პოლიტიკოსები სვამენ შეკითხვას, პრეზიდენტს რატომ არ გადასცა მთავრობამ თავისი უფლებამოსილება, იმ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ არ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მგონი მარტივი ამბავია. ყველაფერი ამ ფაქტების მიღმა არის სპეკულაცია და საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედება და საბოტაჟი. რაც შეეხება ფორმალურ სამართლებრივ მხარეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ეს ასეც რომ არ იყოს, როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ის ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას. ეს გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას აზრი არ ჰქონდეს აღსრულებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ 100 ხმა არ მოგვიგროვდება. მეორეა მორალური, პოლიტიკური მხარე, როდესაც პრეზიდენტი სხვა აზრზეა. აყოლილია „ნაცმოძრაობის“, მათი პატრონების ნარატივს, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. პოზიციონირებენ, მოგვეცით, ხალხს მიეცით, ხელისუფლება კი არ იმსახურებს, ცუდი ხელისუფლება აირჩია ხალხმა, მაგრამ იქნებ ხალხს მისცეთ. ამ დამაზიანებელი, ყოვლად გაუგონარი ნარატივით არ შეიძლება, ასეთი ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში. როდესაც შესრულებულია რეკომენდაციები და ის ამბობს, რომ ფორმალურად ვასრულებთ, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთვის პირდაპირ დარტყმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: „ნაცები“ ადასტურებენ იმას, რომ იმპიჩმენტის საკითხი შეუძლიათ მიაბან შანტაჟს. მათ უნდათ, სალომე ზურაბიშვილმა თქვას, რომ დიახ, მე შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს სკამს
Next: მამუკა მდინარაძე: ჩოხატაურში ადგილობრივებმა რომ არ იკადრეს, სხვა რაიონიდან ჩაიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომ სკვერში ბანკის მშენებლობა გაეპროტესტებინათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.