IMG.GE IMG.GE

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკაცრი საკარანტინო ზონის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობით, დღეს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები სამიზნე ჯგუფებში PCR ტესტების საშუალებით, ბიოლოგიური ნიმუშების აღებას 50-ზე მეტ მოქალაქესთან გეგმავენ. აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

„ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს პერიოდში, სოფელ მუშევანისთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი. შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება