Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის და სქილვილის თანამშრომლობა

მარშალ პრესი 05/09/2023
aaaaa

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, სქილვილთან თანამშრომლობით, იწყებს ახალი სოციალური პროექტის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მერიისა და აკადემია ,,სქილვილის“ თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე თანამედროვე და მაღალანაზღაურებადი პროფესიების შეძენის შესაძლებლობას.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემა, რაც მათ ახალი კარიერის დაწყებაში ან გადამზადებასა და კვალიფილაციის ამაღლებაში დაეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს საუკეთესო კურსდამთავრებულების დასქმების ხელშეწყობას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სქილვილი გადაამზადებს IT და ციფრული მიმართულებებით, სწავლის მსურველ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც მერია სწავლის სრულად დაუფინანსებს. სასწავლო პროცესი განხორციელდება  სახლიდან გაუსვლელად შემდეგ პროგრამებზე :

  • პროგრამირება ნულიდან (დამწყებისთვის)-7 თვე
  • ფრონტენდ დეველოპმენტი-3 თვე
  • ბექენდ დეველოპმენტი-3 თვე
  • UX/UI დიზაინი-3 თვე
  • IT პროექტების მენეჯმენტი- 3 თვე
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება-3 თვე
  • ციფრული მარკეტინგი-3 თვე
  • ციფრული ედვერთაიზინგი (რეკლამირება)-3 თვე
  • სოციალური მედიის მართვა-3თვე
  • ხელოვნური ინტელექტი-3 თვე
    კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი, სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

    მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაჩენას და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სფე­როების გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში და სახელმწიფო სექტორებთან თანამშრომლობით, ადამიანებისთვის იმ ცოდნისა და უნარების მიცემას, რაც წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

    პროექტით დაინტერესებულმა სწავლის მსურველებმა, 2023 წლის  4 სექტემბრიდან  15 სექტემბრის ჩათვლი, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/zkfnzowvbd7kSMDe9

    დაფინანსების მსურველ 10 კანდიდატს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე „სქილვილის“ აკადემია შეარჩევს.

Post navigation

Previous: გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ ცხოვრებას გარუჯული დაუბრუნდა
Next: „კასპერსკის ლაბორატორია“ ეხმარება ინტერპოლს აფრიკის ქვეყნებში კიბერდანაშაულთან ბრძოლაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.