Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გაერო პუტინს ეთამაშება – მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ – გამოცემა ‘UNIAN”

მარშალ პრესი 04/09/2023
unian

გაერო პუტინს ეთამაშება – მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი აქვეყნებს.

გაერომ უკვე მოამზადა ახალი წინადადებების პაკეტი „მარცვლეულის დერეფნის“ აღსადგენად. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

პაკეტის ნაწილია რუსული ბანკის ევროპული შვილობილი კომპანიის „ზირაათის“ SWIFT-სისტემაში ჩართვა და ევროპაში მდებარე სასუქების მწარმოებელი რუსული კომპანიების გაყინული აქტივების განბლოკვა.

როგორც Anadolu-ს სტატიაშია აღნიშნული, „მარცვლეულის შეთანხმების“ ალტერნატივის სახით წარმოდგენილი სხვა ფორმულები უსაფრთხოებისა და საფასურის მხრივ პრობლემატურია.

რუსეთი გამოდის ინიციატივით, 1 მლნ ტონა მარცვლეული თურქეთში გაიგზავნოს, სადაც ის კატარის ფინანსური დახმარებით გადამუშავდება და ფინანსურად ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში გაიგზავნება.

Post navigation

Previous: არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი -სახელმწიფო, მათ შორის დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს
Next: გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ ცხოვრებას გარუჯული დაუბრუნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.