Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის

მარშალ პრესი 04/09/2023
გურამ მაჭარაშვილი

„რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ – საზოგადოება ამას ხედავს“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობას.

მაჭარაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ. კონფერენციაზე, სადაც რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზეა საუბარი არაფერი ესაქმება.

„ჩვენ და ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის.

ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზე იქნება საუბარი, იქ არაფერი ესაქმება. მთავარია ის, რომ საქართველოსთვის დღის წესრიგი არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რაც დარწმუნებული ვარ მოხდება. „კარგი“ ის არის, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ – საზოგადოება ამას ხედავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თბილისში დღეს გახსნილი მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი „შაბაში“ პირდაპირ თუ არა, ირიბად ჩვენი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური აფეთქების საკითხებს განიხილავს
Next: არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, უარეს შემთხვევაში მას დასცინიან და არასერიოზულად აღიქვამენ – გიორგი გაბუნია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.