Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს, ჰოდა პატივცემულო პანელელებო, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ?

მარშალ პრესი 04/09/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო “სტამბაში” მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება. ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო “სტამბაში” მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება. ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება – დაწყებული ქართველი აგენტებიდან, დამთავრებული მათი უცხოელი “კოლეგებით” და უფროს-პატრონებით. გიგაური, ხუციშვილი, ბოკერია, კრამერი, ჰოჯესი, პავილიონისი და ა.შ…. ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ იმაზე, რა მიზანი ამოძრავებთ “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლებს, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჩამოთვლილი სახელ/გვარების მიზანი ჩვენ ქვეყანაში ომის განახალებაა ყველაფრის ფასად. მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა – კრამერი, ჰოჯესი და ძმანი მისნი გიგა ბოკერიას გვერდით რომ დგანან, დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს.

ამერიკული სტანდარტით, როგორც ტრამპმა, ასევე ბოკერიამ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც საპირისპიროს ამტკიცებდნენ სიტყვით და ქმედებით. ჰოდა, პატივცემულო პანელელებო, თქვენივე სტანდარტით სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის – მუდამ გეყოფათ “მცირე სასტუმროები” თქვენი ფარისევლური შეკრების ჩასატარებლად. ეგაა თქვენი მასშტაბი”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა
Next: როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025