Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

„ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა როდესაც დამინახა, გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს

მარშალ პრესი 03/09/2023
ჩოხატაური

ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის, “ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხელი დაარტყა, რაზეც პასუხი მიიღეს.

„ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს ნაცმოძრაობას გინება და ცემა შეარჩინოს.” – განაცხადა ავთო მეგრელიძემ.

ამ თემაზე:

Post navigation

Previous: რას წერენ სააკაშვილისა და ზელენსკის მხარდამჭერები უკრაინაში, პოლიციელის მიერ მოკლულ ქართველზე?
Next: საქართველო კელი დეგნანის შემცვლელს ელოდება და ლოგიკურია, მას ცოტა ახლოს რომ გავეცნოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.