Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა იმით, რაც საქართელოს პრეზიდენტმა გააკეთა – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 02/09/2023
მამუკა მდინარაძე

შარლ მიშელს რა უნდა ეთქვა, როდესაც მას ამგვარი ქმედებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტით აყენებენ უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში, ადამიანს ხვდება და თითი დაექნია, რატომ ჩამოხვედიო? – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისა და შარ მიშელის შეხვედრას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით უკიდურესად უხერხული მდგომარეობა შეიქმნა.

„რამდენად დიპლომატიურ ეთიკაში ჯდება? ამიტომ ვამბობთ, უკიდურესად უხერხული მდგომარეობა არსებობს და მეორე ვერსიად არ წარმომიდგენია, რა შეიძლება ამ ადამიანს ეთქვა. ვინც არ უნდა იყოს, ქართველებმა, თუკი ჩვენ მართლაც ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებს და ღირსებას პატივს ვცემთ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყნის უზენაესი კანონი. ეს იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა მოვუწოდოთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემისკენ. ამას შემთხვევით არ ვამბობ, თუმცა აქვე დავადასტურებ, რომ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა იმით, რაც საქართელოს პრეზიდენტმა გააკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას სხვა დამკვეთების წინაშე აღებული ვალდებულება ამჯობინა
Next: არცერთი ჟურნალისტი არ იღებს ამის განცხადებებს და არ ამხელს, რომ უბრალოდ ყალთაბანდია – თამარა ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.