Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 28/04/2022

მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ირმა აფხაზავასთან ერთად, თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.

მოსახლეობასთან შეხვედრები, აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.

ამ ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომელშიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აჭარის ა.რ სამინისტროების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები.

Post navigation

Previous: შოთა ღვინერია ავრცელებს დეზინფორმაციას – მთავრობის სტრატკომის განცხადება
Next: ღარიბაშვილზე გაბოროტებული ეკა მიშველაძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.