მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. დღეს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. მანამადე პრეზიდენტმა ტურნე გერმანიით დაიწყო, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, ამის შემდეგ ის მატარებლით გაემგზავრა უკვე შარლ მიშელთან შესახვედრად.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ვიზიტების მიზანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით კი, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რის საპასუხოდაც მისი იმპიჩმენტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
