Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 01/09/2023
ვატო შაქარიშვილი

უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს! – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა!
ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას!

სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ხაბეიშვილებს შორის ზღვარი წაიშალა, ის პრეზიდენტის სავარძლიდან ავანგარდში ჩაუდგა ქვეყნის არევის და ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილების პროცესს. ამ ყველაფრის შემდეგ, მას უნდობლობა გამოუცხადა იმ ხალხმა, ვინც ის პრეზიდენტად აქცია!

ახლა უკვე ის პარტია იწყებს იმპიჩმენტის პროცედურებს, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ყველაზე მეტად დაზიანებული იმ პროცესებიდან სწორედ „ქართული ოცნება“ დარჩა და დიდი დრო დაჭირდა ამ პრობლემებთან გამკლავებას.
უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს!“ , – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! დაიწყეთ, თორემ ლინჩის წესით დავიწყებთ მოქმედებას
Next: პოსტები “დამილაიქეთო”… იქნებ ეს პოსტიც დავულაიქოთ – გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.