Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

მარშალ პრესი 31/08/2023
371757374_851186832793879_8502660156832477761_n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული.

„თითოეულ მცირე ფერმერს მიზნობრივად დავეხმარეთ, თხილის მოვლის კონკრეტული საშუალებებისთვის გავუწიეთ დახმარება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით მხარდაჭერას, სწორედ ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. სექტორი, ფაქტია, ვითარდება და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ თხილის მწარმოებელ ფერმერებს მოუწოდა მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ფერმერების განცხადებით სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მათ ყოველწლიურად უკეთესი მოსავლის მიღებაში ეხმარებათ, რაც მათი შემოსავლის გაზრდასა და კეთილდღეობას ნიშნავს.

ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, სახელწიფო პროგრამის თანახმად მეთხილე ფერმერებმა, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიანი დახმარება მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამით ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი სარგებლობს. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ხორციელდება.

Post navigation

Previous: ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს
Next: ოთარ შამუგია და გიორგი ურუშაძე გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.