ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის ხელმძღვანელებთან, ა (ა) იპ – ის ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისგან.
შეხვედრის თემა, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა იყო, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
