Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს – გამოცემა “Financial Times”

მარშალ პრესი 30/08/2023
გაზი

მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმა აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით The Financial Times-ი წერს.

მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი ჩინეთის შემდეგ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან.

საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროკავშირი არ ყიდულობდა დიდი მოცულობით თხევად ბუნებრივ აირს, ვინაიდან გაზს გაზსადენის საშუალებით იღებდა. თუმცა ეს ზრდა გაცილებით მაღალია მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის ზრდასთან შედარებით, რომელიც 6%-ს შეადგენს.

 

Post navigation

Previous: როგორც ჩანს ევროპაში ვაშინგტონელი “წინასწარმეტყველების” ხაზის გამტარებლების გაღიზიანება, ამ “ზუსტმა” დათარიღებამაც გამოიწვია
Next: ევროკავშირის თანამდებობის პირების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აღარ იმალება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.