Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “რენაულტის“ და “შკოდას” მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა

მარშალ პრესი 26/08/2023
პატრულის ახალი ავტოპარკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი
“რენაულტის“ და “შკოდას” მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი
სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც
მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.

საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს
პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.
ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის
ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების
შექმნა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება
მომავალშიც გაგრძელდება.

Post navigation

Previous: მიყვარხარ ჩვენო (ჩემო) უწმინდესო – ნანა კაკაბაძე
Next: დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს “სამართლიანი” არ უწოდებია – უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.