Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვეთანხმები კელი დეგნანს, არა მარტო გვერდით უნდა გავწიოთ ის ადამიანები, ვინც პოლარიზაციას იწვევენ, არამედ საერთოდ უნდა ჩამოვაცილოთ პოლიტიკას. სწორედ ამ პროცესს ვიწყებთ“

მარშალ პრესი 25/08/2023
თამარ ჩიბურდანიძე

დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აუცილებელია, შევისწავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები და მოლდოვას მსგავსად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

„არის საკითხი, რაშიც სრულიად ვეთანხმები ამერიკის ელჩს, დიახ, გვერდით უნდა გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც სრულ პოლარიზაციას იწვევენ ქართულ საზოგადოებაში და ცდილობენ, დეზინფორმაციით თავს მოახვიონ საკუთარი ყალბი პოლიტიკა. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები არა მარტო გვერდით უნდა გავწიოთ, არამედ საერთოდ ჩამოვაცილოთ პოლიტიკას და თუ საჭირო იქნება, პასუხიც ვაგებინოთ ქვეყნის წინაშე განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. ასეთ შემთხვევაში სხვა ვეღარ გაბედავს მსგავს ქმედებას.

სწორედ ამ პროცესს იწყებს ჩვენი მოძრაობა შემოდგომიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება. ამ ინიციატივამ უკვე გამოიწვია დიდი მოწონება ქართველ ხალხში. დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძე კვლავ “გათენებას” და სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნებას ელოდება
Next: ხაბეიშვილმა სოფო ჯაფარიძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე სასწრაფოდ დაიწყო სოხუმში აეროპორტის მშენებლობა – გია ხუხაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.