IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

„ყველას ვთხოვ შვილი მომაძებნინონ, იქნებ სადმე არის. მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ მერე შეწყდა. იქნებ ვინმეს ოჯახს შეაფარა თავი. თანხა ჰქონდა წაგებული, მაგრამ არ მგონია, ამის გამო წასულიყო. თუ ითამაშა, შეეძლო მისი გადახდა, არ ჰქონდა ამის პრობლემა. იქნებ ვინმესთან არის შეფარებული და გამაგებინონ. ხუთი თვეა მის შესახებ არაფერი მსმენია“, – აცხადებს დაკარგულის დედა, დინარა ჯაბუა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება