Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს

მარშალ პრესი 25/08/2023
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე, დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს.

„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს, კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულება იყოს, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება.

„ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობისას განვაგრძობთ ღირებულებზე ხაზგასმას, თემის წამოწევას. ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბაზრის სრული გახსნა ხდება.

ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს, დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან და წარმატებებიც გვაქვს. ვიმედოვნებ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ამერიკის მხრიდან უფრო დიდ დაინტერესებას ვნახავთ. ვხედავთ ენერგოკომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში.

ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Post navigation

Previous: როგორ შეიძლება ოპოზიციის წარმატებულ ლიდერად აქციო პირი, რომელიც ამავე გუნდის წარუმატებელი იდეოლოგი იყო წლების განმავლობაში?
Next: „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ფერმერული მეურნეობები ფეხზე დამდგარიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.